|
2016-12-04 10:18:08, 827 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას დაესწრო. შსს-ს ინფორმაციითმ ღონისძიება სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შს სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ახორციელებს. მათივე ცნობით, პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, არის გზავნილი ძალადობის მსხვერპლებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ნდობით და ურთიერთდახმარებით შეგვიძლია ძალადობასთან გამკლავება და სიმშვიდის მოპოვება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრის მოადგილემ. პრეზენტაციის დასასრულს შალვა ხუციშვილმა პოლიციელები, რომლებსაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პროექტის - „ძალა ნდობას“ მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)