20:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 17:18:17, 993 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცინერო კონფერენციას დაესწრნენ.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ლევან გორგილაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.

2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას, მათ შორის შშმ პირების. გარდა აღნიშნულისა, სამინისტო გააგრძელებს 2016 წლის მოქმედ პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალურ ადაპტაციას და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას.

კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და სოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე.

კონფერენცია თემაზე - "ევროკავშირი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები" ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics