|
2016-12-03 13:05:21, 798 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი შშმ პირებს: მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილის მიმართვას ავრცელებს. „3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ძვირფასო მეგობრებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე – საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველხმრივი განვითარებისთვის. ამიტომ, პირობათა შექმნა საიმისოდ, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად. ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)