|
2016-12-03 11:00:57, 1172 ნახვა
საზოგადოება
საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ საქართველოს პირველი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ანგარიში გაეროს კონვენციის მიმართ აღწერს ქვეყნის პროგრესს 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა კონვენციის რატიფიცირება. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად. ანგარიში მოამზადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, შეასრულოს გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ეფექტიან პოლიტიკას იმ სოციალური ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულყოფილად ჩართონ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში", - განაცხადა ნატალია ჯალიაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა. გაეროს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). ეს დახმარება ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებენ არსებული ბარიერების გამო. ინკლუზია მნიშვნელოვანია. ევროპული მიდგომის გათვალისწინებით, ევროკავშირი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროკავშირის საკვანძო პრინციპები ამ საკითხში ღირსების, ავტონომიურობის, თანასწორობისა და ჩართულობის ღირებულებებია", - თქვა ივონ გოგოლმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერმა. საქართველოს პირველი ანგარიში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ გაიგზავნა 2016 წლის სექტემბერში. ამას მოჰყვება ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების კომიტეტში, რის შემდეგ საქართველო მიიღებს რეკომენდაციებს კონვენციის შესრულების თაობაზე.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)