19:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 16:20:38, 753 ნახვა

საზოგადოება
ხვალ საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება

სასტუმროში „ჰუალინგ თბილისში“  ხვალ 15 სთ-ზე საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადდა 200-მდე ფერმერი/დაინტერესებული პირი.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე  მიმდინარე ჩინურ-ქართული პროექტის პირველი ფაზის შედეგების წარდგენა მოხდება,  გადამზადებულ ფერმერებთან შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება და ა.შ.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში - ვან ლიანპო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერები და ფერმერები.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics