17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 13:59:11, 653 ნახვა

საზოგადოება
“საქართველოს ბანკი” და “საქართველოს ფოსტა” ერთობლივ პრეოქტს განახორციელებენ

„საქართველოს ბანკმა“ და „საქართველოს ფოსტამ“ ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე განაცხადეს.

პროექტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იწყება, ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას- „იდუმალი სანტა“ (Secret Santa). პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გახდეს „იდუმალი სანტა“ - გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, - განაცხადეს საქართველოს ბანკში.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გახდეს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა „იდუმალ სანტას“, რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა“, - განაცხადეს საქართველოს ფოსტაში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics