|
2016-11-30 18:34:36, 831 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ მანფრედ ვებერს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ მანფრედ ვებერს შეხვდა. ამის შესახებ "ექსრეპსნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების გზებს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიური წვლილის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება. გიორგი კვირიკაშვილმა მანფრედ ვებერს საქართველოს სწრაფი განვითარების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ რეფორმას, პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)