00:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 22:29:26, 778 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ არჩევნებში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე იყო დეკლარირებული

ხარჯი [ენმ-ის მიერ არჩევნებში] იყო ბევრად მეტი, ვიდრე იყო დეკლარირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 20 000-მდე აგიტატორი ჰყავდა, რომელსაც 150 ლარს უხდიდნენ თვეში. 

"ერთია რა იყო დეკლარირებული და რა არა. დეკლარირებულ თანხების შედარებაში იყო სხვაობა, თუმცა არადეკლარირებულ თანხებს თუ ავიღებთ, ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობა იყო. თქვენ შეგიძლიათ ნაცმოძრაობის დეკლარირებულ ბიუჯეტს ჩახედოთ რეალურად, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული მათი აქტივობა. მხოლოდ აგიტატორები ყავდათ 20 000-მდე, რომელსაც 150 ლარს უხდიდნენ თვეში. დანაშაულია თუ რა არის, ეს აუდიტის სამსახურის დასადგენია. ჩვენ ვიყავით კონკურენციაში და ვაგროვებდით ზუსტ ინფორმაციებს. გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რას ხარჯავდნენ ჩვენი კონკურენტები. კონკრეტული აგიტატორების რაოდენობა ყავდათ და კონკრეტულ ხელფსს უხდიდნენ მათ. ამ ინფორმაციას ნებისმიერი, ჩვენი რიგითი აქტივისტი დაგიდასტურებთ. სიღრმეში ჩასვლა აღარ მინდა, ხარჯი იყო ბევრად მეტი, ვიდრე იყო დეკლარირებული", - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics