|
2016-11-29 15:49:39, 647 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გასცემს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობით, 2016 წლიდან საქართველოში სათესლე კარტოფილის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე პროექტის „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში წინასწარ შერჩეულ თესლის მწარმოებელ კომპანიებს ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. „კომპანიების შერჩევა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ კარტოფილის მწარმოებელ ფერმერთა სათესლე ნაკვეთებში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელებული საველე ინსპექტირების და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე მოხდა. ჩატარებული კვლევები და შეფასების კრიტერიუმები დაფუძნებული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტანდარტზე S-1, რომელიც სათესლე კარტოფილის ხარისხის კონტროლსა და მის ბაზარზე დაშვებას გულისხმობს“, - აცხადებენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თესლის მწარმოებელი ფერმერებისთვის საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და სერტიფიცირების პროცედურების გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები მუდმივად იმართება.
(NS)
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)