|
2016-11-29 13:29:03, 659 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მეორედ შეუერთდა. დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა მოხდება. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დირექტორის მოადგილე მარინა რუხაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს აქციაში ჩართვისა და სისხლის უსასყიდლოდ ჩაბარებისათვის მადლობა გადაუხადა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, უკვე მეორედ, აქტიურად არიან ჩართულნი აქციაში. ისინი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით აბარებენ სისხლს და თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს და შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას“, - განაცხადა მარინა რუხაძემ. დონაციის აქციაში ჩართული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი. სამინისტროს თანამშრომლები მსგავს აქციებში მონაწილებას მომავალშიც გეგმავენ. (NS)
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)