14:44 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 11:04:25, 2851 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიაში ბრაზილიელი ფეხბურთელების თვითმფრინავი ჩამოვარდა - სავარაუდოდ 6 ადამიანი გადარჩა

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მგზავრებს შორის ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები იყვნენ.  

თვითმფრინავი British Aerospace ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს. მედელინის მერის განცხადებით, ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით კატასტროფის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა. თვითმფრინავი ანტიოკიის პროვინციაში, მთიან რაიონში ჩამოვარდა. 

როგორც მედია იტყობინება, ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, თუმცა ინციდენტამდე ცოტახნით ადრე ეკიპაჟი ძრავთან შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა. ამჟამად სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მაშველები ავიაკატასტროფის ადგილისკენ მიემართებიან. 

ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics