|
2016-11-27 15:37:17, 2802 ნახვა
პოლიტიკა
განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტია ორი ყრილობისთვის ემზადება
ექსკლუზივი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებულმა მხარეებმა შესაძლოა, ორი ყრილობა გამართონ. როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმირებულმა წყარომ „ექსპრესნიუსს“ აცნობა, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელი და აკაკი ბობოხიძე ცდილობენ, 2000 კაციანი ყრილობა გამართონ, სადაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერად ბოკერიას არჩევას დაუჭერენ მხარს. აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან პარტიის სხვა ლიდერები- ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები. აღნიშნული პირები ბოკერიასგან და მისი მხარდამჭერებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი ყრილობის გამართვას, სადაც პარტიის დელეგატები რეგიონებიდან ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრობაში“ უთხრეს, გიგა ბოკერიას არგუმენტია, რომ პარტიას მრვალათასიანი ყრილობის გასამართად ფული არ აქვს. ინფორმირებული წყარო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დიდი ყრილობის ეშინია და პარტიის ამავე ორგანოს უნდა, ძალადობის და იძულების გზით პარტიის უმცირესობის მმართველობა დააკანონოს. ამასთან, 2000 კაციანი ყრილობა, რომლის მოწვევასაც იანვრის ბოლოს გიგა ბოკერია გეგმავს, ძირითადად პარტიის მმართველი რგოლისგან, რეგიონალური თავმჯდომარეებისგან და სხვა აქტივისტებისგან შედგება და ისინი ბოკერიას უჭერენ მხარს. ამასთან, ბოკერია გეგმავს საბიუჯეტო ჩარიცხვიდან დელეგატებს 100-100 ლარი გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაოფიციალურად ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია. „ექსპრესნიუსს“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ დღეს პოლიტსაბჭოზე მრავალათასიანი ყრილობის მოსაწვევად განაცხადი შეიტანეს ზაზა ბიბილაშვილმა და ლევან ბეჟაშვილმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ბიბილაშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ პოლიტსაბჭოზე განაცხადი მართლაც შეიტანა. ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ მისი განაცხადის მიხედვით, ამ ეტაპზე დაახლოებით, 7000 დელეგატზეა საუბარი. „შესაძლოა ციფრი დაკორექტირდეს“,-ამბობს ბიბილაშვილი. როგორც ბიბილაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუმარტა, საუბარია არა ორი ყრილობის მოწვევაზე, არამედ ყრილობის მოწვევის წესებთან დაკავშირებით ორ ვერსიაზე: „ერთი ვერსია არის ფართო ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს რამდენიმე ათასი- 5-დან 10 000 ადამიანამდე დელეგატი და მეორე არის შედარებით ვიწრო წრეში ჩატარებული ყრილობა, სადაც საუბარია დაახლოებით, 2000 ადამიანზე“,-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. ამასთან, ზაზა ბიბილაშვილი ირწმუნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი განხეთქილება არ მიმდინარეობს: „განხეთქილების და სპეკულაციების თემა თქვენი საქმეა. ამაზე შემიძლია შავი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არანაირ განხეთქილებაზე და ორ ყრილობაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, ჩვეულებრივად ორი წესითაა წარდგენილი და ვნახავთ, რას დაუჭერს მხარს პოლიტსაბჭო და შემდგომ პარტია“,-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)