23:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 21:13:50, 631 ნახვა

პოლიტიკა
მელია დოლიძეს: ამიერიდან, ის 5 ახალგაზრდა მარტო ივანიშვილის კი არა, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან

მე მაპატიეთ ბატონო ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ამიერიდან  მარტო ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები კი არ გახლავთ ის 5 ახალგაზრდა, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვიქტორ დოლიძეს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ვიქტორ დოლიძემ უღალატა ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს, რაც შეიძლება არა თუ პოლიტიკოსს, უბრალოდ ქართველ ადამიანს ჰქონოდა.

"არ მინდოდა ნამდვილად თქვენი ხსენება, ვინაიდან, თავში როდესაც ვალაგებდი კონსტრუქციას, თუ რა უნდა მეთქვა, რაზე უნდა მესაუბრა, ნამდვილად არ მინდოდა თქვენზე საუბარი, ვინაიდან მაქვს რაღაც სუბიექტური მიდგომები თქვენ მიმართ. მე და თქვენი ძმა თანაკლასელები ვიყავით, და გავურბოდი ამ საკითხს, თქვენზე საუბარს, მაგრამ ბატონო ვიქტორ მე ზნეობრივ კომპრომისზე ვერ წავიდოდი ნამდვილად, მე არ მექნებოდა უფლება გამეკრიტიკებია ნებისმიერ თქვენი კოლეგა, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი ბრძანდებით თქვენ და იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს, რაც შეიძლება უბრალოდ ქართველ ადამიანს ჰქონდეს, არათუ პოლიტიკოსს. თქვენ უღალატეთ თქვენს მეგობრებს, თქვენს თანაგუნდელებს და თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც თვეების განმავლოაბაში, სანამ ოპოზიციაში იყავით, აი ამ მთავრობის შემადგენლობას ეძახდით იმ გუნდის წარმომადგენლებს,  რომლებმაც დაგიჭირეს 5 მეგობარი და დღეს, ვიდრე მე ვსაუბრობ და ვიდრე თქვენ ახლა მისმენთ, მაღალი ალბათობით, ის 5 ახალგაზრდა დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენენ და  გვიყურებენ. მე მაპატიეთ ბ-ნ ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ამიერიდან  ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები კიარ გახლავთ მარტო ის 5 ახალგაზრდა, დიახ თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან", - აღნიშნა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics