|
2016-11-26 13:39:03, 767 ნახვა
საზოგადოება
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოს შედეგები კონფერენციაზე შეაჯამეს
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოს შემაჯამებელ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან“ აცნობეს, პროექტი, რომელიც შვეიცარიის მთავრობისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით 2014 წელს დაიწყო, ამიერიდან საკუთარი სახსრებით იმუშავებს. საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა პროექტის მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის 22 თვიანი მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებულად მიმდინარეობდა და საწარმო საკუთარი შემოსავლებით შეძლებს მუშაობას. ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე დაესწრნენ. “ამ დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა “სოციალური საწარმო - „შეცვალე სცენარი“ (კაფეტერია და სამრეცხაო) შექმნა, სადაც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ. თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე პერსონალისთვის არსებული კაფეტერია 67 ათასამდე მომხმარებელს უკვე მოემსახურა. სოციალური საწარმოს საშუალებით, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხელმისაწვდომ ფასად კაფეტერიითა და მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობენ, მეორე მხრივ კი, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. გარდა ამისა, დასაქმებული ბენეფიციარები იუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. სოციალურ საწარმოში ჯამში 40-მდე პირი დასაქმდა. მათ შორის საწარმოს ხელმძღვანელი, ბუღალტერი და 3 მზარეული პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა ეტაპობრივად დაიკავეს”, - აცხადებენ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“. სოციალური საწარმო სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის მიერ საგრანტო პროექტი „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის" 87 500 შვეიცარიული ფრანკით დაფინანსდა. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა იყო 22 თვე. საგრანტო კონკურსი 2014 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის (IOM) პროგრამის „სოციალური საწარმოების განვითარება ქართველ მოქალაქეთა და პოტენციურ მიგრანტებს შორის ნარკომოხმარების პრობლემის შემცირებისა და მათი სოციოეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით" – ფარგლებში ჩატარდა. საგრანტო კონკურსში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ გაიმარჯვადა პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაფუძნდა. პროგრამას სსიპ„დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულებისდაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნებასაზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.
(NS)
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)