16:32 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 21:14:19, 872 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: თვითმმართველობის არჩევნები შემდგარია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, არჩევნები შედგა და ის ლეგიტიმურია ყველა უბანზე.

ეგნატაშვილის თქმით, უკვე არჩეულია 14 დელეგატი, რომლებიც ერთი კვირის ვადაში თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ.

„არჩევნები შედგა და არის ლეგიტიმური. საჩივრებს რაც შეეხება, იყო აგიტაციასთან დაკავშირებით საჩივარი ერთ-ერთ უბანზე. 13 უბნიდან, შეუფერხებლად იმუშავა 4 უბანმა, ერთი მათგანი შეფერხდა მცირე ხნით, რვა უბანი იყო რამდენიმე საათის განავლობაში პიკეტრირებული, ეს არის წესების დარღვევა, რაზეც ალბათ შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას“,-აღნიშნა ეგნატიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics