21:10 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:24:39, 646 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაატარებს იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას, ორიენტირებული იქნება სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და გადადმული იქნება ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით.

ქვეყნის საგარეო პოლიტუკურ ამოცანებზე მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უწყების ძირითად პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება.

„ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა საგარეო უწყების იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით უწყებისთვის მნიშვნელოვანია დიასპორასთან მჭიდრო კონტაქტების განვითარება და მათ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ბერკეტები და ინსტუმენტები იმისათვის, რომ უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების და შესაბამისი პროგრამების შეთავაზება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით  საქართველოსადმი კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესის გაჩენის მიზნით.

მინისტრობის კანდიდატმა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად ასევე დაასახელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და დიპლომატიური კორპუსისთვის უკეთესი პირობების შექმნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics