21:03 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 18:52:28, 799 ნახვა

პოლიტიკა
იუნკერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს, - ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, ევროკომისიამ უკრაინას და ასევე სხვა ქვეყნებს ვიზალიბერალიზაცია წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

„უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა, რომელიც ამისთვის იყო დაწესებული. ევროკავშირმა დაინახა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა. ჩვენ ახლა უნდა მივანიჭოთ მას ვიზლაიბერალზიაცია იმ სირთულეების მიუხდავად, რომლებიც წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივანიჭოთ უკრაინას ვიზალიბერალიზაცია წლის ბოლომდე. საბჭომ და პარლამენტმა უნდა ამიაღწიონ შეთანხმებას შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ეს არ ეხება, მხოლოდ უკრაინას, არამედ ეხება ყველა ქვეყანას, რომელთანაც სავიზო რეჟიმის გაუქმებას განვიხილავთ“,-აღნიშნა იუნკერმა.

გარდა ამისა, ევროკომისიიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნოემებრში 28 წევრი ქვეყნის ელჩები შეთანხმემდენენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. ახლა საჭიროა ევროაპრლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმენის მიღწევა.

"არსებობს მცირე უთანხმოება, რომელიც ძალიან მალე აღმოიფხვრება. ამ დილით ვესაუბრე ქალბატონ ანგელა მერკელსა და ბატონ ფრანსუა ოლანდს. პრობლემა წლის ბოლომდე გადაიჭრება",-განაცხადა იუნკერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics