20:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 13:03:24, 666 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ რამსფელდი: საქართველო ის მოკავშირეა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომელსაც უნდა მივესალმოთ

აშშ უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს, რათა გააღრმავოს თავისი ჩართულობა საქართველოსთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფსონზე ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები დევს. საქართველო ის მოკავშირეა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომელსაც უნდა მივესალმოთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

დონალდ რამსფელდმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებაში რეკომენდაციებს აძლევს.

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი სტატიაში დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრობს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებაში რეკომენდაციებს აძლევს.

„ყველა ძირითადი პარტია ნატო-სა და აშშ-სთან მტკიცე სტრატეგიული კავშირის მხარდამჭერია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მითხრა და საჯაროდაც განაცხადა, რომ ეს პროცესი „შეუქცევადია“ და ეს მოსაზრება ქართული საზოგადოების განწყობას ასახავს”, - აღნიშნა რამსფელდი.

როგორც სტატიაშია აღნიშნუალი აშშ-ის შეუძლია საქართველოს უფრო მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოს, განსაკუთრებით მის მისწაფებებში დასახმარებლად.

”რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს საქართველოს ამ მყარი მიღწევებისა და მათ უან არსბეული მისწრაფებების მხარდასაჭერად? მომავალი ადმინისტრაციის  მხრიდან რამდენიმე გონივრული ვარიანტი ყურადღებას იმსახურებს. არც ერთი მათგანი არ ითხოვს მნიშვნელოვან ხარჯებს და ყველა მათგანი პირდაპირ პასუხობს ამერიკულ ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუქმდეს ბარიერები საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და საქართველომ უნდა მიიღოს შეყოვნების გარეშე წევრობის სამოქმედო გეგმა. საქართველოს თავისი საწევრო გადასახადი გადახდილი აქვს. საქართველოს სურვილით, მისი მებრძოლები იდგნენ ამერიკელებთან და ნატო-ს წევრ სხვა სამხედროებთან ერაყსა და ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარშებით, საქართველოს კონტრიბუცია არის ყველაზე მსხვილი ნატო-ს სხვა წევრებთან შედარებით, გარდა აშშ-ის. მათ შორის შედიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ნატო-ში წევრობისადმი გულგრილად არიან განწყობილი. გერმანიამ, რომლის მოსახლეობა 81 მილიონს შეადგენს, ავღანეთში ნატო-ს მისიაში 55 სამხედრო დაკარგა, მაშინ როდესაც საქართველომ, რომელსაც მხოლოდ 4,9 მილიონი მცხოვრები ჰყავს, დაკარგა 32 თავისი მამაცი სამხედრო, რაც მასშტაბების მიხედვით, თვალსაჩინო სხვაობაა. 

ამასთან, რუსეთი პროგნოზირებად პრეტენზიებს აყენებს, რომ საქართველოს წევრობა ნატო-ში პროვოკაცია იქნება. რუსეთის შესაძლო რეაქციამ ნატო-ს ზოგიერთი წევრები დაარწმუნა, რომ საქართველოს სვლა ნატოსკენ უნდა გადაიდოს. ნატო-ს ბოლო სამიტებზე ბევრჯერ აღინიშნა საქართველოს წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებაში. რუსეთის უკმაყოფილების გამო დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები მძევლად არ უნდა აიყვანონ", - განმარტა რამსფელდმა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ზე მეტი ტეროტორიის ოკუპირებას. გარდა ამისა, რუსეთის იმპერიალისტური ხედვა, მოიცავს უკრაინის ნაწილსა და მთლიანად ყირიმს, არ არის თავსებადი დასავლურ ღირებულებებთან და უსაფრთხოების საკითხებთან.

”დისკუსიებმა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე მცირე პროგრესი გვიჩვენეს. ამასობაში, რუსეთის ჯარი უფრო ღრმად მიიწევს საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს ტერიტორიისკენ. აშშ მზად უნდა იყოს მიიღოს ზომები, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ძვირი დაუჯდეს", - აღნიშნავს რამსფელდი.

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის თქმით, საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისი ბედია ევროპისა და აზიის ეკონომიკების დამაკავშირებელი ღერძი გახდეს.

"საქართველომ კვლავ დაამტკიცა თავისი ღრმა ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი. ქართველებმა არჩევნების გზით, რომელიც გასულ თვეს ჩატარდა, ჯანსაღი დემოკრატია. ძლიერი პლურალისტური საზოგადოება და ევროატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებისადმი ღრმა ერთგულება საუკეთესო მხრიდან წარმოგვიდგინეს", - აღნიშნა დონალდ რემსფილდმა.

ცნობისთვის, სტატია გამოცემაში სათაურით - „ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ფსონზე დევს საქართველოში“ დღეს გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ რამსფელდი 1975-1977 და 2001-2006 წლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი იყო. ამჟამად ის “რამსფელდის ფონდის” პრეზიდენტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics