2016-11-23 11:02:40, 718 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული შავნაბადას მონასტრიდან მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
,,გილოცავთ გიორგობას, გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი, გაგვაძლიეროს თითოეული ჩვენგანი და გააძლიეროს მთლიანად საქართველო!'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მონასტერში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, წირვა არქიმანდრიტმა შიომ აღავლინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან