20:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 00:05:17, 847 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე: საზმაუს ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე იქნება, GDS კი მალე დაიხურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე ჩაიბარებს, რომელიც ახლა ტელეკომპანია GDS-ს ხელმძღვანელობს. თავად GDS კი მალე დაიხურება, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ელისო კილაძემ მედიაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ დიდი გადაადგილებები ქართულ მედიასივრცეში ახალ წლამდე მოხდება. მისი მტკიცებით, GDS მალე დაიხურება, რადგან "მისი შენახვა ივანიშვილს ძვირი უჯდება და მან არც საარჩევნოდ დადო სასურველი რეიტინგი". მან აქვე განაცხადა, რომ ცვლილებები იგეგმება მაესტროზეც, საიდანაც რამდენიმე წამყვანი სახე ტელე-იმედზე გადავა. ასევე დაიხურება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ელისო კილაძის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და სუს-ის მიერ კონტროლდებოდა.

კილაძე "რუსთავი 2"-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და არსებული პროცესების „დირიჟორად“ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. მისი თქმით, დიდი პალატა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„ამ ყველაფრის დირიჟორი არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მიიღებს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის წინააღმდეგ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით იმ კოლეგიაში ხუთ კამიკაძეს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics