|
2016-11-18 10:30:46, 647 ნახვა
საზოგადოება
,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება’’ დასრულდა
,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება’’ დასრულდა. ყველაზე მეტი მედლის მფლობელ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს გრან-პრი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა. სტუდენტური ოლიმპიადა თბილისში, 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა.პროექტის მიზანი, შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით, ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. შეჯიბრებები სპორტის ექვს სახეობაში, მინი ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, “ფეინთბოლსა” და ბოულინგში მიმდინარეობდა. გრან-პრის მფლობელის გარდა, თითოეულ მიმართულებაში გამარჯვებული გუნდებიც გამოავლინეს. მათ ფულადი პრიზები, ჯილდოები და სიგელები განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სამსახურის სხვა თანამშრლომლებმა გადასცეს. თბილისის მერის თქმით, სპორტული ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. „სტუდენტებს საშუალება აქვთ, გამოავლინონ საკუთარი სპორტული შესაძლებლობები და მათშორის საუკეთესო გახდეს გამარჯვებული. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა სპორტულ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს. გვსურს უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და ამით ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. სტუდენტურ ოლიმპიადაში დედაქალაქის მასშტაბით, 23 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ,,სამოქალაქო ინიციატივა - საზოგადოების ჯანმრთელობისათვის’’ ორგანიზებით გაიმართა. (NS)
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)