10:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 22:19:16, 2073 ნახვა

საზოგადოება
„აჩუქე ციცინათელა“ - სოციალურ ქსელში ახალი გამოწვევა გამოჩნდა

სოციალურ ქსელში ახალი გამოწვევა "აჩუქე ციცინათელა" გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

როგორც იდეის ავტორი ბექა ცერცვაძე აცხადებს, გამოწვევა საქველმოქმედო თემატიკისაა, რომელიც ძალიან ბევრი სიურპრიზითაა სავსე. მისივე თქმით, "ნებისმიერ დროს სრულიად გაუფრთხილებლად შეიძლება თქვენც გეწვიოთ".

"მანათობელი ზოგადად კარგის, სიკეთის, სინაზის, სითბოსა და თანადგომის ნიშანია. ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ვიდეო-გამოწვევა გახლავთ, რასაც, ვიმედოვნებ, საზოგადოების ჩართულობა მოყვება. ასევე, ახლო მომავალში შედგება სატელევიზიო პრეზენტაცია, რომელიც საბოლოოდ მოფენს ნათელს პროექტის არსსა და მნიშვნელობას. გპირდებით, მეტად საინტერესო, ამაღელვებელ, ემოციებით დატვირთულ აქტივობების სერიას, რომელსაც მხოლოდ დადებითი ხასიათი ექნება. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ვეძებთ პარტნიორებს და მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს მხარი დაუჭირონ ამ ახლგაზრდულ, ინოვაციურ წამოწყებას და ხელი შეუწყონ „ციცინათელების“ გაჩუქებასა და პროპაგანდაში. და რაც მთავარია და სასიხარულოა, მოზარდები საქმეს მეტად სერიოზულად ეკიდებიან, ყოველ მათგანს კარგად აქვს გათავისებული საკუთარი მოვალეობა. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირებას და საქმიანობისთვის უფრო მასშტაბური სახის მიცემას. აქვე ორი სიტყვით მოგახსენებთ ორგანიზატორებზე. იდეის ავტორი გახლავათ მე და ჩემი გუნდის წევრები არიან მარიამ ქორიძე, მარიამ გამრეკელი, მარიამ კეკუტია, ელენე მაჩაბელი, ნინი ვარაზაშვილი და რუსო რამიშვილი", - აცხადებს იდეის ავტორი ბექა ცერცვაზე.











ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics