2016-11-16 18:10:14, 809 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლებიც საპარლამენტო კუთხით საქართველოშია დამკვიდრებული
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლებიც საპარლამენტო კუთხით საქართველოშია დამკვიდრებული.
"ჩემი წარდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგება პარლამენტის 1-ელ სხდომაზე, რაც შეეხება საპარლამენტო მუშაობას, უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლებიც დამკვირდებულია საპარლამენტო კუთხით საქართველოში. ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან