2016-11-16 17:41:59, 708 ნახვა
პოლიტიკა
საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად, მიღება იმართება
საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტების წევრებისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მიღება იმართება.
ღონისძიება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ტარდება, რითაც მიმავალი და მომავალი პარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს განსხვავებულთა შორის პატივისცემისა და დიალოგის აუცილებლობას.
ღონისძიებას მთავრობის წევრები და პრემიერიც ესწრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან