|
2016-11-16 13:34:55, 673 ნახვა
საზოგადოება
დუბლინში საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა
დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კონფერენცია გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა". საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობამ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა. უწყების ცნობით, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ჩათვლით, ხოლო შემდეგ უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯერი ქაილი, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ელჩი დუშან მათულაი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოს განყოფილების დირექტორი ოუენ ო'ლირი და წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტომ არნოლდი. კონფერენციას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის, საგარეო უწყების, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)