14:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 23:02:02, 633 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: უახლოეს პერიოდში არ ვაპირებ პარტიის შიგნით აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას

მე არ ვაპირებ უახლოეს პერიოდში ნამდვილად რაღაც აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, ეს არ არის ჩემი ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანში" განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ბოლოს მივიღეთ სურათი, სადაც მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას და ოპოზიცია ლაპარაკობდა 45 000 სამუშაო ადგილზე, იმის მაგივრად, რომ ესაუბრათ იმაზე, თუ როგორ გააბანძეს ყველაფერი და როგორ გააჩერეს ქვეყანა.

"მე საერთოდ აგერ ვარ. მე არ ვაპირებ უახლოეს პერიოდში ნამდვილად რაღაც აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. მაგრამ ძალიან მაწუხებს ამ გაერთიანების ბედი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდაჭერებს ბევრად უფრო უხარიათ, რასაც მივაღწიეთ, ვიდრე თვითგამოცხადებული ლიდერების ჯგუფი. მე მგონი, მათ არ სჯერავთ რომ ჩვენ რამეს მივაღწიეთ. ცოცხები იყო ტყუილი, ჩემზე რასაც ყვებოდნენ, იყო სრული სისულელე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ გველაპარაკა, ცუდი ტონიაო ამაზე პასუხი. გვეუხერხულებოდა ჩვენ წარმატებაზე საუბარი, ივანიშვილს რამე უკეთესი რომ გაეკეთებინა, წარსულზე აღარ უნდა გვესაუბრა. მაგრამ გვეკითხა ხალხისთვის, 2016 წელს უკეთ ცხოვრობს საქართველო თუ 2012-ში, ყველა გეტყოდა, რომ არა. ბოლოს მივიღეთ სურათი, სადაც მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას და ოპოზიცია ლაპარაკობდა 45 000 სამუშაო ადგილზე. იმის მაგივრად, რომ გვესაუბრა, თუ როგორ გააბანძეს ყველაფერი, როგორ გააჩერეს ქვეყანა. ჩვენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები გვყავს. სიმართლე უნდა ითქვას, სიყალბით ვერ მოიგებ," - აცხადებს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics