13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 13:13:27, 663 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება ნატო-საქართველოს წვრთნებზე: რუსეთი მსგავს აქტივობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული,  ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

“ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო მანევრებს, რომლებშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული უკვე მესამე მრავალეროვნული სწავლებაა, მაისში ჩატარებული Noble Partner-ისა და სექტემბერში ჩატარებული Agile Spirit-ის შემდეგ. მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსიურობის გეგმაზომიერი გაზრდა ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.

რუსეთი მსგავს აქტივობაში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს. თავისი შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს მეზობლებმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ უბიძგა ნატო-ში წევრობის დაპირებებმა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე გაისმა, თბილისს 2008 წლის აგვისტოში რუს მშვიდობისმყოფელებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე დანაშაულებრივი თავდასხმისკენ.

ნატო არ მალავს, რომ სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილი. როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ კონტექსტში, ართულებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics