09:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 18:40:35, 736 ნახვა

საზოგადოება
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით ქუთაისის აეროპორტში დაკავებულებიდან ერთ-ერთი მათი აქტივისტია ორგანიზაცია

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორეტში დაკავებულებიდან ერთ-ერთი მათი აქტივისტი, ქეთა გაბუნიაა. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალური ქსელით ავრცელებს.

„დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი -ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა“,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათი ახალგაზრდა, ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანის ფაქტზე დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics