|
2016-11-14 16:51:55, 728 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობამ შეშის დარიგება დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის მასშტაბით, 100-მდე ოჯახს შეშა უკვე მიუტანეს. "ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივაწოდოთ. 100-მდე ოჯახმა უკვე მიიღო შეშა. პროცესი გაგრძელდება და მომართვების საფუძველზე, შეშით სხვა ოჯახებიც ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან’’, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ. თვის ბოლომდე, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას გლდანში, მუხიანსა და ავჭალის დასახლებაში მცხოვრები 400-ზე მეტი ოჯახი მიიღებს. შეჭირვებული ოჯახები გამგეობისგან სხვა სახის დახმარებებსაც იღებენ. კერძოდ, ხდება მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, უფინანსდებათ სამედიცინო გამოკვლევები, ოპერაციები და სხვა სახის მკურნალობა, ხდება მათთვის ბინის ქირის კომპენსაცია. გარდა ამისა, შეჭირვებულ ადამიანებს, რაიონის მასშტაბით, 9 უფასო სასადილოთი სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)