|
2016-11-14 16:46:19, 626 ნახვა
საზოგადოება
რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ლატვიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგაში ორგანიზებულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ მიმართა. უწყების ცნობით, ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ლატვიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩოს ქართული ღვინის კომპანიებთან საკმაოდ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს და ხელს უწყობს ქართველ მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში. თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, ბოლო ორი წლის მონაცემებით ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქართული ღვინის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა ქართული ღვინის ათზე მეტი სახეობის დეგუსტაცია. ღონისძიებას ლატვიის კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)