08:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 15:56:42, 548 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები თბილისის კონსერვატორიაში ლექცია-კონცერტს დაესწრნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ არასრულწლოვანი ბენეფიციარები, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საჯარო ლექცია-კონცერტს - „რენესანსი და ბაროკოს ეპოქები“ დაესწრნენ.

ღონისძიება პროექტ - „ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი იყო.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრთან“, რომელთანაც იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები  პერიოდულად ესწრებიან მუსიკალურ ლექცია-კონცერტებს, სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს; ისმენენ  მუსიკის ისტორიას; აკვირდებიან შემოქმედებით პროცესს. მოზარდები წარმატებულ მუსიკოსებსაც ეცნობიან და უშუალოდ მათგან იგებენ, როგორია გზა წარმატებისაკენ, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ პოპულარულ ადამიანებს ახალგაზრდულ ასაკში. თანამშრომლობის ფარგლებში, ძირითადი ყურადღება არასრულწლოვან გოგონებსა და ქუჩაში მცხოვრებ და/ან  მომუშავე ბავშვებს ეთმობათ. 

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ამ მიზნით, 2014 წლიდან,  მედიაციის სახლი მუშაობს, რომელიც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics