|
2016-11-12 16:00:32, 840 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება
საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში,დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. თბილისის მერიის განცხადებით, მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო. ბაღში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ ირგვება 12000 ელდარის ფიჭვი. ზეთისხილის ნერგები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დარგო. ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო. „დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება, რომლის ფარგლებში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12000 ფიჭვის ხე-მცენარე ირგვება. აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებული უწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღი რამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება ძალიან დიდი სივრცით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა.თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია კი ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა. ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს. დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)