08:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 18:19:36, 760 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ნიუტონის სკოლა გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „განათლების განვითარების ჯგუფს“ 500 000 ლარად საკუთრებაში გადასცა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N30-ში მდებარე უძრავი ქონება.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განთავსდება 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, მინიმუმ 1 ერთეული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 100 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნებით. ასევე,  სულ მცირე 600 კვ.მ ფართის მქონე დახურული ტიპის სპორტული დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და  არანაკლებ 300 კვ.მ ფართის მქონე საცურაო აუზი. ინვესტორი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სულ მცირე 6 000 000 ლარის ინვესტიცია.

შპს „განათლების განვითარების ჯგუფის“ მიზას წარმოადგენს თანამედროვე განათლების ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მომავალი თაობების გაზრდა და მათთვის კრეატიული აზროვნებისა და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. აღნიშნული კომპანია ფლობს “ნიუტონის თავისუფალ სკოლას”, რომელმაც არსებობის მცირეწლოვანი ისტორიის მიუხედავად, შეძლო  და თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა სასწავლო დაწესებულებამ. მისი  მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებში. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics