|
2016-11-11 16:59:23, 878 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის საგარეო უწყება ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 11 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც საუბარია 10 ნოემბერს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე. სამინისტროს განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად. "გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს", - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)