|
2016-11-11 14:59:58, 663 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ცხოვრება გრძელდება
გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული, - ამის შესახებ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა განსაკუთრებული მადლობა პარლამენტის მანდატურებს გადაუხადა. „მადლობა იმას, ვინც უზრუნველყოფდა სხდომათა დარბაზში მშვიდობას, როდესაც რომელიმე დეპუტატს უმტყუნებდა ნერვები. ეს გუნდი იმით არის გამორჩეული, რომ აქ არიან სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რაც ხელს არ გვიშველის, ვემსახუროთ პარლამენტს, გვქონდეს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა. მე ვისურვებდი, რომ ეს თვისება, რაც ახასიათებს პარლამენტის აპარატს, იყოს საქართველოს ახალ პარლამენტშიც, რათა განსხვავებულმა ადამიანებმა შეძლონ თანამშრომლობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ეს გუნდი ისეთივე მოტივირებული იქნება ახალ პარლამენტშიც. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)