|
2016-11-10 12:30:14, 720 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პრობლემებს არ ელის
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის საკითხს გამოეხმაურა, როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რაიმე პრობლემა გაჩნდება. უსუფაშვილი გარკვეულ გამოწვევებს უფრო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სისტემაში ელის. „ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც შესაძლოა, ძალიან ბერი არ ელოდა. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ესაა რეალობა, ესაა მათი არჩევანი. არც ამერიკელები არიან ხოლმე ყოველთვის აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ, ქართველები, მაგრამ ისინი აგრძელებენ სტრატეგიულ მეგობრობას. არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, უშუალოდ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა გაჩნდება. გარკვეულ გამოწვევებს ველი საერთაშორისო უსაფრთოხებისა და პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა, ინიციატივების დეფიციტი. ამან ბევრ წერტილში ვითარება დაძაბა. ამ თვალსაზრისით იქნება გამოწვევები და ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ პარტნიორებთან მუშაობა, რათა გაურკვევლობის პერიოდში, როცა შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს, გაუჩნდეთ განცდა გარკვეული ვაკუუმის, ან გარკვეული შესაძლებლობის, რომ ახლა არის დრო ნაბიჯები გადაიდგას მათი არალეგიტიმური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. გვმართებს სიფხიზლე. დიპლომატიური და ყველა სხვა არხებით ქვეყნის ინტერესებია დასაცავი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)