11:52 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 11:15:22, 629 ნახვა

პოლიტიკა
ამ დროისთვის, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს - 218

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს, ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს დაგროვილი, მაშინ როდესაც მის ოპონენტს ჰილარი კლინტონს უცვლელად 218 ხმა აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY-ი ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, დონალდ ტრამპს გამარჯვებამდე კოლეგიის მხოლოდ 6 ხმა სჭირდება.

ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 538-წევრიანი  ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მოაგროვოს. კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს -  ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა.

ამასთან, ამომრჩეველთა უმრავლესობაც ხმას "რესპუბლიკელ" კანდიდატს აძლევს. შტატების მიხედვით ტრამპსა და ჰილარის შორის 1-3%-მდე სხვაობაა, ტრამპის სასარგებლოდ.

აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics