|
2016-11-08 13:42:07, 786 ნახვა
პოლიტიკა
„გამჭვირვალობა” - თანამდებობის პირების მიერ მათსავე უწყებაში ოჯახის წევრის დასაქმების 70 შემთხვევა დაფიქსირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებული არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ორგანოებში. განცხადებიოს თანახმად, ასეთი შემთხვევების უმატესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა. „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2015 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხა, სმენოდათ თუ არა მათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უსამართლო იყო და ხელმძღვანელობის მხრიდან უპირატესობა მეგობრებს, ნათესავებს ან პარტიის წევრებს მიენიჭათ. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ხშირად სმენოდათ, 29%-მა კი აღნიშნა, რომ იშვიათად სმენოდათ. საჯარო სამსახურიდან მოხელეთა უკანონო გათავისუფლებისა და სამსახურში თანამშრომელთა მისაღები კონკურსების დარღვევებით წარმართვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 2012 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დადგა. აღნიშნული პრობლემის არსებობაზე მიუთითებდნენ უზენაესი სასამართლო, სახალხო დამცველი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. ამავე დროს, ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა ატესტაციის და კონკურსების პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტები იცავდნენ იმ ათობით მოქალაქის ინტერესებს, რომლებიც საჯარო სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, ან რომელთა უფლებებიც საჯარო სამსახურში მისაღები კონკურსისას დაირღვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე გამოვიდა ინიციატივით, მომხდარიყო საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევის კრიმინალიზება, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა“,-აღნიშნულია განცხადებაში. საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავლებად ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გიორგი ჯიღაურაშვილი დაუკავშირდა. ამასთან, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დიდუბის რაიონის გამგეობის- თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი გიორგი ჯიღაურაშვილი დაუკავშირდა. მანვე განმარტა, რომ დედამისი 2014 წლის 1 სექტემბრიდან აღარ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. „ ამასთანავე, გიორგი ჯიღაურაშვილს და მანანა ჯიღაურაშვილს პარალელურად არ უმუშავიათ დიდუბის რაიონის გამგეობაში. ჩვენ დაგვიკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კორნელი წურწუმიას მეუღლე საჯარო სამსახურში ხსენებულ პოზიციაზე იქამდე მუშაობდა, ვიდრე ის კორნელი წურწუმიაზე დაქორწინდებოდა“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)