|
2016-11-07 13:58:59, 729 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, სპორტული ფესტივალი ჩატარდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი. შეჯიბრი ჭადრაკში ჭადრაკის სასახლეში გაიმართა, ტურნირი სროლაში - Arena 1-ზე, შეჯიბრი კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში კი - გასართობ ცენტრ „ასტრა პარკში“. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით, LUTECIA-ს ვაუჩერებითა და ფულადი პრიზებით - I ადგილზე გასულ 5 მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულ 5 მონაწილეს - 70 ლარი, III ადგილზე გასულ მონაწილეებს კი - 50 ლარი. ვაკის რაიონში შემავალი უბნების მიხედვით და სხვადასხვა კატეგორიაში ჯამური შედეგების თანახმად გამოვლინდნენ ასევე განარჯვებული გუნდები: I ადგილი - ვაკის რაიონის გუნდი; II ადგილი - წყნეთის გუნდი; III ადგილი - ვაჟა-ფშაველას გუნდი; IV ადგილი - ნუცუბიძის მ/რ-ების გუნდი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)