|
2016-11-06 10:44:40, 661 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგები გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და უბნის ინსპექტორებს, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ორი სასწავლო კურსი ჩატარდათ, თემებზე: „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“. ტრენინგებზე აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, მათ შორის, დაზარალებულთან ურთიერთობის, გამოკითხვის ტექნიკის, ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარების შესახებ. სასწავლო კურსებს სიეტლისა და კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტების პოლიციელები და დაზარალებულთა კოორდინატორები უძღვებოდნენ. კურსის პრაქტიკული ნაწილის დროს, ამერიკელმა კოლეგებმა ტრენინგის მონაწილეებს ოჯახში ძალადობის სიმულაციური ჩვენება წარუდგინეს და მასზე რეაგირების პრაქტიკულ მეთოდებზე ესაუბრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)