|
2016-11-04 14:19:43, 1421 ნახვა
საზოგადოება
გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია დაინიშნა
გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია დაინიშნა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს წარადგინა. მისი თქმით, ნინო ლომჯარია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოში გამჭვირვალე სისტემების ფორმირებაში და მისი კომპეტენცია ამ სამსახურს საკუთარი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება. „ნინო ლომჯარიას სახით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. ის წაადგება იმ საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელებას, რომელსაც აქ მომუშავე გუნდი ასრულებს“, - აღნიშნა თორდიამ და დასძინა, რომ პირველი მოადგილის კანდიდატურა ვაკანტური იყო. რაც შეეხება სფეროებს, რომელსაც ნინო ლომჯარია ჩაიბარეს, თორდია ამბობს, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი ნინო ლომჯარიას საკურაციო სფეროში იქნება. „ზუსტად არ ვიცი, დეტალურად გავივლით. ძალიან ბევრი ტექნიკური საფეხურები უნდა გავიაროთ. საკურაციო სფეროები გადანაწილდება და შემდეგ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ლაშა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)