|
2016-11-04 13:46:01, 612 ნახვა
საზოგადოება
ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტროტუარისა და ბაზალტის ბორდიურის მოწყობას. ჯამში, ჩარგლის ქუჩაზე, 45 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია. ამით წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სანიაღვრე სისტემითა და ასფალტის ახალი საფარით კეთილმოწყობილ ქუჩას სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ჰამლეტ ჟიჟიაშვილი გაეცნენ. ჩარგლის ქუჩის რეაბილიტაციას შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2 560 000 ლარია გამოყოფილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)