|
2016-11-04 10:24:22, 607 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სპორტული დარბაზი და სასადილო, რომელიც გარემონტდა და თანამედროვედ მოეწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კახა კახიშვილი ასევე ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პირობებს. მინისტრის გადაწყვეტილებით, განახლდა უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის სპორტული დარბაზი, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვა. უწყების ინფორმაციით, მეოთხე თაობის ინვენტარი, რომლითაც სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების პირადი შემადგენლობა ისარგებლებს, პროფესიონალურია და ხელს შეუწყობს ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, განახლდა სპორტული დარბაზი და შემოტანილი იქნა ახალი, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სპორტული ინვენტარი. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას ხარისხიანად მოემზადონ, რათა სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა. განახლებული სპორტული დარბაზი და ინვენტარი პირადი შემადგენლობისთვის, ინტენსიური მომზადების მიზნით, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)