|
2016-11-03 11:38:47, 955 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირების ინფორმაციით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველი მუშები სცემეს
გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მუშები ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშრების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, კიდევ ორი დაშავებული მუშა საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს. „ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადა ლეჟავამ. ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, ჩინური კომპანია „23 ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)