03:33 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 15:58:46, 631 ნახვა

საზოგადოება
პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში ამხანაგობებისთვის ტრენინგები ჩატარდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის საპილოტე პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდა თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლები“.

ტრენინგები, რომელსაც საბურთალოს რაიონის 22 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე დაესწრო, ჩაატარა კონსორციუმმა „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“.   განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთხით დღეს მოქმედმა კანონმდებლობამ. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება კანონის კონკრეტულ მუხლებში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე.

ტრენინგებს დაესწრო საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც აუდიტორიას შესთავაზა საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის შექმნა. გამგებლის ინიციატივაზე ამხანაგობის თავმჯდომარეებს შორის გაიმართა დისკუსია ასეთი გაერთიანების შექმნის მიზანშეწონილობაზე, მოსალოდნელ შედეგებსა და მუშაობის სპეციფიკაზე.

საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის შექმნა პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეტაპია.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics