|
2016-11-02 13:22:45, 630 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება
სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს, კოჯორსა და კიკეთში, ზამთრისთვის საშეშე მერქანი გადასცა. მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, დაბა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გამხმარი და ავარიული ხეები მოიჭრა, რომელიც საშეშედ კოჯორსა და კიკეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროსა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს, რომელთა დახმარებით ხეების მოჭრა და ტყიდან გამოტანა განხორციელდა. ზამთარი წელს ადრე დადგა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები სათბობი შეშით მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველვყოთ“-განაცხადა გელა არჩვაძემ. გამგებლის თქმით, აღნიშნულ დახმარებას გამგეობისგან რაიონში მცხოვრები ყველა სოციალურადდაუცველი ოჯახი მიიღებს. თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)