|
2016-11-01 18:16:41, 800 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროგრამების კოორდინატორს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არმენ ზარგარიანს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნიშური პროდუქტების - თაფლი, მწვანილი და კენკროვანი ხილი, ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ძირითადი ვალდებულებების შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. როგორც არმენ ზარგარიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)