02:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 10:57:59, 707 ნახვა

საზოგადოება
ფინკა ბანკმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქტიული პროექტის „ჩემი კლასის წიგნი“ პრეზენტაცია გამართა

დაზოგვის მსოფლიო დღეს, ფინკა ბანკმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალი, გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქტიული პროექტის „ჩემი კლასის წიგნი“ პრეზენტაცია გამართა.

წიგნი განკუთვნილია 7-დან 14 წლამდე მოსწავლეებისთვის. მისი მიზანია, ბავშვებს და მოზარდებს მისცეს ცოდნა თანხის დაზოგვის შესახებ და განუვითაროს ბიზნესის უნარ-ჩვევები. ფულის არსი, დაზოგვის მნიშვნელობა, დაზოგვის მსოფლიო დღე, წარმატებული მეწარმის თვისებები, ბიზნესის მარტივი რეცეპტები - ეს და სხვა თემები წიგნში სახალისო და ინტერაქტიული ფორმითაა წარმოდგენილი.

„ეს მართლაც უნიკალური და ძალიან საინტრესო პროექტია.შევეცადეთ, წიგნი მაქსიმალურად ინტერაქტიული და სახალისო ყოფილიყო, რომ ბავშვებმა თამაშთან ერთად, საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მიიღონ. კვლევებით არის დადასტურებული, რომ ყველაზე კარგი ასაკი ფინანსური წიგნიერებისა და ელემენტების შესათვისებლად 7 წლიდან იწყება. სწორედ ამ ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაზოგვის არსი და მეთოდები, ფულის მნიშვნელობა და განვუვითაროთ დაზოგვის უნარ-ჩვევები.აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის წიგნი საქართველოში ჯერ არ გამოცემულა და ამ პროექტით ფინკა ბანკს სურს თავისი წვლილი შეიტანოს ფინანსური განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში“ - ამბობს ფინკა ბანკი საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ესებუა.

წიგნის შინაარსზე და ილუსტრაციების შექმნაზეფინკა ბანკის გუნდთან ერთად კრეატიულმა სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა. სახალისო და მრავალფეროვანი ილუსტრაციები ეხმარება ბავშვებს ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და მათ ადვილად დამახსოვრებაში.

„მთელი წიგნი ბავშვების აქტიურობასა და ჩართულობაზეა -  ბავშვებმა უნდა გააფერადონ ქალაქი, მოძებნონ კითხვებზე სწორი პასუხები, შექმნან ექსკურსიის რუკა და ბიუჯეტი, მოიფიქრონ საკუთარი ბიზნესი, გააკეთონ კლასის ბრენდინგი. რადგან წიგნი ჯგუფურ მუშაობას მოითხოვს, იგი დაეხმარება ბავშვებს ერთობლივად შექმნან საინტერესო პროექტები. ყველაზე აქტიურიებისთვის და გამორჩეული იდეების ავტორებისთვის, ჩვენ საჩუქრები და სიურპრიზები გვაქვს მომზადებული. ვიმედოვნებთ, რომ წიგნის დახმარებით რამდენიმე ათას ბავშვს ვასწავლით თანხის დაზოგვის მნიშვნელობას“ - აღნიშნა  მარიამ ესებუამ.

წიგნი ფინკა ბანკის თანამშრომლებს და მათ შვილებს გადაეცემათ, რომლებიც ამ წიგნს მიიტანენ თავიანთ სკოლებსა და კლასებში და ამგვარად, ათასობით ბავშვს ექნება წიგნზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრების საქართველოს რეგიონებში, რადგან  ფინკა ბანკს 30-ზე მეტი ფილიალი, სწორედ რეგიონებში აქვს.

 

ფოტო რეპორტაჟი

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics