|
2016-10-30 17:50:26, 7234 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ კადრებზე, რომელშიც ახალგაზრდები მოხუცს “კისტის” თოფს ესვრიან, გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ახალგაზრდები მოხუც ქალს „კისტის” თოფიდან ესვრიან, გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია ვიდეოში მონაწილეთა ვინაობა და აღნიშნულზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვიდეოჩანაწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება. "ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება! ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან... ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს - გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!", - აღნიშნა პერტაიამ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ სასტიკად „ეხუმრებიან“ შვილიშვილები მოხუც ქალს. კადრებმა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მათი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმის სასწრაფოდ აღძვრისკენ მოუწოდებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)