|
2016-10-27 16:56:17, 674 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვედა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბინინ ვანგს შეხვედა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქციის ბრენდირების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით (2015-2020 წლები) გათვალისწინებული პრიორიტეტია. „ჩვენ თანმიმდევრული მარკეტინგულ ღონისძიებებს ვახორციელებთ ისეთ ბაზრებზე, რომელთა დივერსიფიკაცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შევძელით. ქართული აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებითაც აქტიური სამუშაოებია დაგეგმილი. აგროსასურსათო პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დაცული აგროწარმოშობების სწორი ადმინისტრირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საიმედოობისა და სანდოობის გასაჩენად, უკვე ცნობად პროდუქტს სწორი ადმინისტრირება სჭირდება. ცნობადი და კარგი რეპუტაციის მქონე ქართული პროდუქციის რეგისტრაცია, მისი დაცვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის გარანტიას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყანაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბინინ ვანგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების მიმართულებით WIPO-სა და საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი თანამშრომლობა. შეხევდრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ბრენდინგის წარმატებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. (NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)